
ახ. წ. III საუკუნეში მესამე საუკუნის კრიზისის შემდეგ, დიოკლეტიანემ იმპერიული მმართველობის ახალ მანერას ფორმალური და უფრო მიმზიდეველი იერი მიანიჭა, ჩამოაყალიბა რა რომის იმპერიის ე.წ. დომინატის პერიოდი. იმპერატორის პერსონას უფრო ხაზგასმული ავტორიტეტი მიენიჭა, ხოლო მისი მიმართვა გახდა 'Dominus Noster' ('ჩვენი მეუფე'). დიოკლეტიანედან მოყოლებული ხშირად რამდენიმე ერთდროული იმპერატორი არსებობდა, რის გამოც იმპერიის უკიდეგანო ტერიტორიები ქუცმაცდებოდა. 395 წლის შემდეგ და თეოდოსიუს I-ის გარდაცვალებით იმპერია უფრო გამოკვეთილად დაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად[2], თუმცა ეს დაყოფა ოფიციალური ჯერ არ ყოფილა და უფრო სტაბილური აღმოსავლეთის იმპერიის იმპერატორი ხშირად საკუთარ ძალაუფლებას ახვევდა თავს დასავლეთ ნახევარს. დასავლეთის იმპერიას განსაკუთრებით მძიმე პერიოდი დაუდგა 395 წლის შემდეგ და საბოლოოდ დაიშალა 455 წელს. ბოლო დასავლეთის იმპერატორი 476 წელს გადადგა ტახტიდან; რის შემდეგად დასავლეთის ტერიტორიებზე უფლებებს აღმოსავლეთის იმპერია იჩემებდა. აღმოსავლეთის იმპერიამ არსებობა 1453 წლამდე გააგრძელა ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე.[3] აღმოსავლეთის იმპერატორები, რომელთაც დღეს ბიზანტ
რომის იმპერიამ შეძლო მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა. ამ ტერიტორიებზე მრავალი ერი სახლობდა, რომლებსაც კულუტურულად ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ისინი განვითარების მიხედვითაც განსხვავდებიდნენ ერთმანეთისგან. განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იყო იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები, აქ მოსახლეობის საკამოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა. აღმოსავლეთის განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, აქ იყო უძველესი ბერძნული კულტურა, მოგვიანებით ამავე ტერიტოირაზევე არსებობდა მაკედონიის იმპერიაც. აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთმანეთისგან განსხვავება დიდიხანს გაგრძელდა.
რომის იმპერიის გაყოფა [რედაქტირება]
კონსტანტიენ I დიდის დროს ქვეყანაში მნიშვნელოავნი ცვლილებები გახორციელდა, სწორედ ამ პერიოდშივე ხდება რომის იმპერიის ორად გაყოფაც. ამ პერიოდში ქრისტიანული რელიგია თანდათანობით პრივილეგირებული ხდება, თუმცა კონსტანტინეს დროს ის სახელმწიფო რელიგიად არ ცხადდება. 325 წელს ნიკეაში გაიმართა პირველი საეკლესიო კრება. კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი 330 წელს ბოსფორის სრუტის სანაპიროზე გადაიტანა, ამ ადგილს სტრატეგიულად ხელსაყრელი პირობები ჰქონდა, აქ გადიოდა მთავარი სავაჭრო გზები. ახალი დედაქალაქის ადგილზე ადრეც მდებარეობდა ბერძნული დასახლებული პუნქტი ბიზანტიონი.
ბიზანტიის განვითარებას ხელს უწყობდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან აკრეფილი თანხები. კონსტანტინეს მემკვიდრის თეოდოს I მმართველობის დროს დაიწყო კონსტანტინეპოლის დიდი გალავნის მშენებლობა, ეს გალავანი 1204 წლამდე არცერთ დამპყრობელს არ გადაულახავს.
სწორედ ამ პერიოდში იწყება აღმოსავლეთიდან ჰუნების გამოჩენა. ბიზანტიაზე შემოსევების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა ჰუნებს ხარკის მიცემა დაუწყო (სავარაუდოდ 300 კგ ოქრო). 453 წელს გარდაიცვალა ჰუნების ბელადი ატილა, ამის შემდეგ ჰუნების იმპერია დაიშალა.
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დროებითი სიმშვიდე დამყარდა. დასავლეთში კი კვლავ გრძელდებოდა შიდა არეულობა და ბარბაროსთა შემოსევები. 476 წელს ბარბაროსმა ოდოაკრმა რომი აიღო. დასავლეთის იმპერია დაემხო.
პირველი პერიოდი [რედაქტირება]
პირველი პერიოდი (მოიცავს IV-VII სს.) იყო მონათმფლობელობის რღვევისა და ფეოდალური ურთიერთობათა ჩამოყალიბების პერიოდი. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი გლეხობა შეადგენდა. ბიზანტია ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობაში ხმელთაშუა ზღვაზე.
IV-V საუკუნეების ბიზანტიის იმპერია ცენტრალიზებული სამხედრო-ბიუროკრატიული მონარქია იყო, რომელშიც რომაული სახელმწიფოებრივი წყობილების ტრადიციები აღმოსავლეთი დესპოტიის ელემენტებს ერწყმოდა. ხელისუფლების სათავეში იდგა იმპერატორი (ბასილებსი) - შეუზღუდველი თვითმპყრობელი (autocrator). სათათბირო ორგანოს იმპერატორის კარზე წარმოადგენდა სენატი ან სინკლიტი. IV საუკუნეში ბიზანტიაში რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა (357 და 392 მთავრობამ გამოსცა კანონები წარმართობის წინააღმდეგ).
მეორე პერიოდი [რედაქტირება]
მეორე პერიოდი მოიცავს VII საუკუნის შუა წლები - XIII საუკუნის დასაწყისი. ამ პერიოდში ინტენსიურად განვითარდა ფეოდალიზმი. VIII-IX საუკუნეებში გაძლიერდა საიმპერატორი ხელისუფლება, იმპერატორ ლეონ III-მ წარმატებებს მიაღქია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი პოლიტიკა მიმართული იყო დიდებულთა სეპარატისტული მისწრაფებების წინააღმდეგ - სახელმწიფო აპარატის განმტკიცება, თემების დაყოფა და დაქუცმაცება, საკანონმდებლო კრებულის "ეკლოგას" გამოცემა (726), ქალაქების თვითმმართველობის შეზღუდვა. ლეონ III მიემხრო VIII-IX საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებული ფართო რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობას - ხატმებრძოლობას.
მესამე პერიოდი [რედაქტირება]
მესამე პერიოდი (1204-1453) ხასიათდება შემდგომი ფეოდალური დაქუცმაცებით, ცენტრალური ხელისუფლების დაცემით და უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლით. ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს თავიანთი ძალაუფლების გავრცელება ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაზე.
კონსტანტინე დიდი [რედაქტირება]
რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) სახელთან არის დაკავშირებული. ახალი სარწმუნოებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიანიჭა. მაშინ, როცა რომის იმპერია დაღუპვის პირას იყო, დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო გვიანდელი რომის იმპერიისთვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისთვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დევნის დროს ჩამოართვეს.
ნაწყვეტი მილანის ედიქტიდან [რედაქტირება]
"თავისუფლება რელიგიაში არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ყველას გულსა და გონებას უნდა მიეცეს უფლება, იზრუნოს ღვთიურ საგნებზე თავისი ნების მიხედვით".
"გადავწყვიტეთ, რომ ქრისტიანებსა და სხვა ხალხებს ჩვენს იმპერიაში მივცეთ სრული თავისუფლება მისდიონ იმ სარწმუნოებას, რომელსაც თვითონ აირჩევენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება ქრისტიანი გახდეს, არც ერთი ღმერთის თაყვანისცემა და არც ერთი სარწმუნოება ჩვენგან შეზღუდული არ იქნება. ამდენად, ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დავადგინეთ: ვისაც ჩვენი ხაზინიდან ან სხვა ვინმესგან შეუძენია ადგილები, სადაც წინათ ქრისტიანები იკრიბებოდნენ, ის ადგილები უკან დაუბრუნდეს ქრისტიანებს უსასყიდლოდ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე".
კონსტანტინოპოლი [რედაქტირება]
რომის იმპერია, მიუხედავად სირთულეებისა, არსებობას განაგრძობდა, თუმცა სიმძიმის ცენტრმა იმპერიის უფრო მდიდარ აღმოსავლურ პრ
რუსეთის ისტორია იწყება აღმოსავლეთის სლავებიდან. პირველი აღმოსავლეთ სლავური გაერთიანება იყო, კიევის რუსეთი, სწორედ ამ პერიოდში 988 წელს ბიზანტიის იმპერიიდან კიევის რუსეთში გავრცელდა ქრისტიანობა.[1] რუსული კულტურის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა.[2] კიევის რუსეთის დასუსტების შემდეგ, წარმოიქმნა სამთავროები, ამ პერიოდში აღმოსავლეთ აზიაში ძლიერდება მონღოლეთი, რომელიც ახორციელებს დაპყრობით ომებს. მონღოლების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა სრულიად რუსეთი.
XIII საუკუნის დასაწყისისთვის, მოსკოვი თანდათანობით ძლიერდება და მთავარი კულტუტული ცენტრი ხდება.[2] ახლად შექმნილი მოსკოვის დიდი სამთავრო უკვე მოგვიანებით სამეფოდ, ხოლო პეტრე I დიდის დროს იმპერიად ცხადდება. რუსეთის იმპერიის ტერიტორიები სულ უფრო იზედებოდა. რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფო პოლონეთი, ხოლო აღმოსავლეთით იმპერიის საზღვრები აღწევდა წყნარ ოკეანემდე. ექსპანსია ასევე ხორციელდებოდა იმპერიის სამხრეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მრავალი ერი მოექცა, ამ ტერიტორიებზე ხშირდა იმართებოდა აჯანყებები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მათგან აღსანიშნავია 1832 წლის პოლონეთის აჯანყება. რუსეთი თავისი განვითარებით კვლავ ბატონყმურ ქვეყნად რჩებოდა, 1861 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის დადგენილებით გლეხები ბატონყმური უღლისგან გათავისუფლდნენ. 1905 წელს დაწეყებული აჯანყების ჩახშობის მიზნით, იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მოიწვია პირველი დუმა, თუმცა აჯანყება როგორც კი დასრულდა მეფემ ის დაითხოვა. 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომში რუსეთი ჩაერთო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო 1914 წელს განხორციელდა სტოლიპინის აგრარული რეფორმა.
1917 წელს რუსეთში რევოლუცია დაიწყო, რევოლუციაში მონაწილე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. ქვეყნაში ბოლშევიკებს დამკვიდრება გაუჭირდათ ამის გამო რუსეთში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამ ომის დროს ბოლშევიკებმა სიცოცხლეს გამოასალმეს იმპერატორი ნიკოლოზი და მისი ოჯახის წევრები. 1922 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირი რომელმაც 1991 წლამდე იარსება. რუსეთი შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. 1920 წლისათვის საბჭოთა კავშირის სათავეში ექცევა იოსებ სტალინი, სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგა. სტალინის მმართველობის ოცდაათწლიან დროს უწოდებენ "სტალინის ერას". 1980-ანი წლებიდან საბჭოთა კავშირის ეკონომიკა დაღმასვლის გზაზე დადგა. დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სცადა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებით. 1991 წლის აგვისტოში მოეწყო ამბოხება. რომელიც ისტორიაში აგვისტოს პუტჩის სახელით არის ცნობილი. პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა სსრკ-ს დაშლის პროცესი. მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა. 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ფედერაციულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი. რუსეთისთვის ეს პირველი წლები საკმაოდ მძიმე იყო, მის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რუსეთის ფედერაცია შევიდა 1992 წელს ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ამ პერიოდში რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა, 1994 წელს დაიწყო ჩეჩნეთ-რუსეთის ომი, ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა. 1999 წელს კვლავ დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელშიც კვლავ რუსეთმა გაიმარჯვა. რუსეთის ეკონომიკა აღმასვლის გზაზე დადგა, რამაც ქვეყანაში ვითარება მნ
იშვნელოვნად გააუმჯობესა.
ოვინციებში გადაინაცვლა.
მოსახლეობა [რედაქტირება]
ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო (ბერძნები, სირიელები, კოპტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, ილირიელები, დაკები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიკები და სხვა), რაც გავლენას ახდენდა ბიზანტიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე. წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. სახელმწიფო ენა IV-VI საუკუნეებში ლათინური იყო, VII საუკუნიდან - ბერძნული.
იის იმპერატორებს უწოდებენ, აგრძელებდენ რომის იმპერატორების მემკვიდრეობას.
No comments:
Post a Comment